ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი სტუდენტების ინტერნაციონალიზაციაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობას ევროკავშირის წევრ/არაწევრ ქვეყნებში დაგეგმილ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში და სტუდენტთა ჩართულობის გაზრდას ევროკავშირის წევრ/არაწევრი ქვეყნებში დაგეგმილ სხვადასხვა ტრენინგსა თუ სემინარში, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას დემოკრატიულ პროცესებში და მათი უნარების განვითარებას.
Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები:
- დემოკრატია (Demo)CRACY- The power is in you(R)th hands - ტიკოსინი, პოლონეთი
- Youth Resisting Democracy Rising - ტურინი, იტალიია
- კონფლიქტიდან მშვიდობამდე (From Conflict to PEACE) - მცხეთა, საქართველო
- მე ვფლობ ძალას (I got the power) - მცხეთა, საქართველო
2023, 2024 - ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიერ განხორციელებული პოლიტიკური ფილოსოფიის საერთაშორისო ზამთრის, გაზაფხულის სკოლები.
უნივერსიტეტების თანამშრომლობით ხორციელდება სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პროექტი „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად: პრობლემები და გამოწვევები“, რომლის მიზანია კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, გაღრმავდეს კოლაბორაცია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან, რათა კვლევისა და სწავლების პროცესი უფრო მეტად ინტერნაციონალური და ინტერდისციპლინური გახდეს.
პროექტი ხორციელდება კონსორციუმის ფარგლებში, რომლებშიც გაერთიანებული არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია). FACEBOOK