Erasmus+ ICM
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლიდან ჩართულია საერთაშორისო პროექტებში.
საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროექტებში 27 სტუდენტმა ისარგებლა მობილობით შვედეთის მალმოს უნივერსიტეტში, პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში, პოლონეთის ოპოლეს უნივერსიტეტში, რუმინეთის ბაბეს-ბოლაიას უნივერსიტეტში, ლატვიის ვიძემის უნივერსიტეტში, პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტში, ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტში, ბულგარეთის სოფიას უნივერსიტეტში, საბერძნეთის ათენის უნივერსიტეტში, ჩეხეთის ტომას ბატას უნივერსიტეტსა და ესპანეთის როვირა ვირჯილის უნივერსიტეტში.
ინტერნაციონალიზაცია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზნებია:
- სასწავლო უნივერსიტეტის ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლება ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია;
- ფაკულტეტის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინტერნაციონალიზაცია;
- სტუდენტების ინტერნაციონალიზაცია;
- კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია;
- პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია.