Fulbright

მიმდინარეობს საიტის განახლება

ინგლისური ენის გაძლიერებისა და უნივერსიტეტში არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ფულბრაიტის მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის სწავლების ასისტენტები-Fulbright English Teaching Assistants(ETA)  ერთ აკადემიურ წელს ატარებენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. ისინი უნივერსიტეტის ადგილობრივ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.

ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას ორგანიზებას უწევს ამერიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი ინგლისური ენის სწავლების ასისტენტები ერთ აკადემიურ წელს ატარებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.