მიმდინარეობს საიტის განახლება
20.06.2025 პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია 2025

                                                                                                      პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია 2025

 

20.06.2025 მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

2025 წლის 19 ივნისს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში, კონსორციუმის წევრთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

19.06.2025 ტრენინგი თემაზე: სწავლის პროცესი - ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებისთვის.

2025 წლის 16-18 ივნისს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ სამდღიან ტრენინგში თემაზე: სწავლის პროცესი - ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებისთვის.

11.06.2025 საჯარო ლექცია „შესავალი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში“.

საჯარო ლექცია „შესავალი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში“. ლექციას უძღვებოდა გიორგი ჯანჯღავა – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების დიპლომირებული სპეციალისტი და ტრენერი.

 

10.06.2025 თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაკა სალია-ბეშიროღლუს ონლაინ საჯარო ლექცია: ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობები.

9 ივნისს გაიმართა თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაკა სალია-ბეშიროღლუს ონლაინ საჯარო ლექცია: ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობები.

განხილული საკითხები:

მუჰაჯირობა;

დუზჯე - მუჰაჯირი ქართველებით დასახლებული ერთ-ერთი პროვინცია თურქეთში; აჭარული და ლაზური სოფლები დუზჯეში;

10.06.2025 საჯარო ლექცია თემაზე: „ზნეობრიობა, როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში“.

10 ივნისს ჰეგელის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ბლოკსემინარების ციკლის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ზნეობრიობა, როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში“.

საჯარო ლექციას უძღვებოდა ანდრეას არნდტი - ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

09.06.2025 საჯარო ლექცია თემაზე: „ზნეობრიობა, როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში“,

ხვალ | 11 ივნისი | 13:00. აუდიტორია 313.

07.06.2025 უნივერსიტეტში 7 ივნისს ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია, რომელშიც „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ივნისს ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია, რომელშიც „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

07.06.2025 სტუდენთა X სამეცნიერო კონფერენცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

07.06.2025 ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია “ინდივიდი და ინტერპერსონალური კომუნიკაცია

ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია “ინდივიდი და ინტერპერსონალური კომუნიკაცია”. ლექციას უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაკა შეროზია.

 

Pages