|
|
25.05.2012 22.05.2012 იმიტირებული სასამართლო პროცესი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით 22 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე „სახელმწიფო დავითის წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილებდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. პროცესის ჩატარებამ დაადასტურა, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას. |
|
|
19.05.2012 15.05.2012 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2012 წლის 15 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული, ფარმაციის, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები. კონფერენცია დაიხურება 23 მაისს.
|
|
|
30.12.2011 30.12.2011 საახალწლო საღამო სასწავლო უნივერსიტეტში 30 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედი სტუდენტები ღებულობდნენ. |
|
|
10.12.2011 3.12.2011. ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები სასწავლო უნივერსიტეტში 2 დეკემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებლებმა საინტერესო შეხვედრა გაიმართეს სტუდენტებთან. მისიის შვედეთის წარმომადგენელმა ისაუბრა შვედეთის ეკონომიკურ განვითარებაზე, კულტურასა და განათლების სისტემაზე. ლექციის დასასრულს მათ უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.
|
|
|
30.11.2011 28.11.2011 ტრენინგი თემაზე „ქრონიკული C ჰეპატიტი“ 28 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე „ქრონიკული C ჰეპატიტი“ . ტრენინგი მოაწყო ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონმა“. თემის ფარგლებში ისაუბრეს C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიაზე მსოფლიოსა და საქართველოში, C ჰეპატიტის გენოტიპებზე, პათოგენეზსა და გადაცემის გზებზე.
|
|
|
30.11.2011 10.11.2011 ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებელთათვის 7 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებელთათვის მოეწყო ტრენინგის მეორე ეტაპი „პროფესიულ უნარ–ჩვევებში“. თემა : პედაგოგიური უნარები და ინკლუზიური განათლება. |
|
|
11.11.2011 4.11.2011 იუმორის საღამო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო იუმორის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები. საღამო მიეძღვნა ახალი სასწავლო წლის დაწყებას. |
|
|
21.10.2011 20.10. 2011 სტუდენტური ოლიმპიადა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის მე–2 სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკის სფეროში. შესარჩევი ტური ერთდროულად მიმდინარეობდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც. |
|
|
28.09.2011 28.09.2011 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი ,,წიე" შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „წიე“ ემზადება საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ არხზე.
|
|
|
12.08.2011 29.07. 2011 საქველმოქმედო აქცია 29 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამის სარესტორნო საქმის სპეციალობის სტუდენტები რექტორატის და გაეროს განვითარების პროგამის მხარდაჭერით ეწვივნენ სენაკის ბავშვთა სახლს და გაუმასპინძლდნენ მათ სხვადასხვა სახის კერძებით. სასწავლებელი მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. |
