პროექტები
- სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი - „ზუგდიდი - გასტრონომიის ქალაქი“. FACEBOOK
სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ისტორიული წყაროების მოძიება და შესწავლა, რომელიც სამეგრელოს რეგიონის სამზარეულოს ეხება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ავთენტურ კერძთა პასპორტიზაციის პროცესი, რომელიც პროექტის ფარგლებში „ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმთან“ ერთად მიმდინარეობს.
სამეგრელოს რეგიონში გავრცელებული კერძების პასპორტიცაზია, მთხრობელთა ჩაწერა და კერძთა ავთენტურობის დადგენა არქივს შექმნის სამომავლო სამეცნიერო კვლევებისთვის.
ზუგდიდი - გასტრონომიის ქალაქი, ტომი I
ზუგდიდი - გასტრონომიის ქალაქი, ტომი II
- „ზუგდიდი გასტრონომიული ცოდნებისა და სერვისების ცენტრი“.
პროექტის მიზანია ზუგდიდში გასტრონომიული სერვისების მენეჯერთა და ინსტრუქტორთა, ასევე გასტროგიდთა მომზადება, ევროპული სტანდარტის სერტიფიცირებულ სასწავლო პროგრამის შექმნა და ციფრული სახელმძღვანელოს შედგენა.
- ზუგდიდის გასტრონომიის მუზეუმის დაფუძნება
ზუგდიდის გასტრონომიის მუზეუმის დაფუძნების მიზნით შეიქმნა გასტრონომიის მუზეუმის კონცეფცია, კონცეფციის განმარტებითი ბარათი და სამოქმედო გეგმა. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ მიმდინარეობს ინდერდისციპლინური გამოყენებითი კვლევა გასტრონომიის მიმართულებით, მუზეუმისთვის ციფრული ბაზის შესაქმნელად. გასტრონომიაზე მიმართული სტრატეგია იქცა უნივერსიტეტისთვის მიზანმიმართულ სტრატეგიად, როგორც მექანიზმი რეგიონის მიმზიდველობის ზრდისა და პოპულარიზაციასთვის, ვინაიდან ტურისტული რესურსები ჯერ კიდევ მწირია რეგიონში. კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონის გასტრონომიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც თავისთავად ამდიდრებს გასტრონომიულ ტურიზმს. კვლევის შედეგებს გავლენა ექნება გასტრონომიულ სფეროში არსებული კერძო სექტორის საქმიანობაზე და გაზრდის მათ პოზიციონირებას შესაბამის ბაზრებზე.
ზსსუ-ახალგაზრდული კლუბი ,,ოქროს საწმისი“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩამოყალიბდა თემატური სტუდენტურ/ახალგაზრდული კლუბი ,,ოქროს საწმისი“კლუბის მიერ განხორციელებულია 30-ზე მეტი აქტივობა. FACEBOOK