ზუგდიდის გასტრონომიის აკადემია
2023 წელს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ზუგდიდის გასტრონომიის აკადემია, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის, რომელიც შემუშავებულია და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში. NEWS
ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ზუგდიდმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა; ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.
"EU4Culture" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.