წარმომადგენლობითი საბჭო
მიმდინარეობს საიტის განახლება
ენვერ არველაძე - წამომადგენლობითი საბჭოს სპიკერი /ასოცირებული პროფესორი/
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის წარმომადგენლები
ნანა ლატარია - ასოცირებული პროფესორი
ირმა ერქომაიშვილი - ასოცირებული პროფესორი
მაკა შეროზია - ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელი /ასოცირებული პროფესორი/
თამარ ხასია - სტუდენტი
ლუკა წიტაშვილი - სტუდენტი
სესილი ლატარია - სტუდენტი
- შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს;
- შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
- ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
- ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
- ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
- ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
- ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
- ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
- აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
- ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
- ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
- ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
- აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების წესს; ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.