ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მიმდინარეობს საიტის განახლება

- ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
- უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
- ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
- ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
- ხელმძღვანელობს ფაკულტეტის მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სასწავლო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
- ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
- გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
- პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
- უფლებამოსილია აკადემიური/დამხმარე, შტატგარეშე დამხმარე პერსონალის კანდიდატურები წარუდგინოს რექტორს მათი სამსახურში მიღების ან გათავისუფლების მიზნით;
- კოორდინაციას უწევს და ითანხმებს უნივერსიტეტში მიმდინარე შესყიდვების პროცესებს, ახორციელებს მათ ზედამხედველობას და მუდმივ მონიტორინგს, ასევე განსაზღვრავს შესყიდვების ფორმებს (ტენდერს, ფასთა კვოტირებას ან ერთ პირთან მოლაპარაკებას);
- ზედამხედველობას უწევს და ითანხმებს უნივერსიტეტის ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებს;
- ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას, ასევე მონაწილეობს სასწავლო უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შემუშავებასა და საწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში;
- ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საინფორმაციო-ტექნოლოგიების მიმართულებას, რაც მათ შორის გულისხმობს ქსელური და სასერვერო ინფრასტრუქტურის, ასევე, სტუდენტური მონაცემთა ბაზების გამართულად ფუნქციონირებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის განახლების ზედამხედველობას და სხვა;
- ანაწილებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების მოვალეობებს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს, ასევე ზედამხედველობას უწევს მათ საქმიანობას;
- მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და მათი შესრულების მონიტორინგის და შეფასების პროცესებში;
- ასრულებს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

