|
|
11.11.2023 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგის შორის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi - ს და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს შორის. |
|
|
11.11.2023 ნუგზარ სარიას საჯარო ლექცია თემაზე: ,, მედიაციის საფუძვლები“. 10 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტში მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ასოცირებული პროფესორის ნუგზარ სარიას საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაციის საფუძვლები“.
|
|
|
10.11.2023 ესმა კუნჭულიას სალექციო კურსი: „ქართული სამზარეულო - როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლო და მისი პრეზენტაცია/პოპულარიზაცია მსოფლიოში“. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გასტრონომიის აკადემია დაარსდა და გთავაზობთ პირველ აქტივობას. |
|
|
09.11.2023 გეგმიური სწავლება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ. მ/წლის 8 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან უნივერსიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალისტმა ონისე გულორდავამ ჩაატარა გეგმიური სწავლება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ. ხანძარსაწინააღმდეგო სწავლებების ციკლი გაგრძელდება ჯგუფების მიხედვით. |
|
|
08.11.2023 ელისო ბაღათურია-კნერის საჯარო ლექცია - ,,კოლხეთის სასიმაგრო ნაგებობები". 7 ნოემბერს გაიმართა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ისტორიასა და კულტურის მეცნიერებებში ელისო ბაღათურია-კნერის საჯარო ლექცი |
|
|
06.11.2023 ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები შოთა მესხიას ზიგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტს ეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ამერიკის ატაშე კულტურის დარგში ივენ ქოლი და განათლების პროგრამების კოორდინატორი თეა კუჭუხიძე. სტუდენტებს გააცნეს საელჩოს გაცვლითი პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია რეგისტრაცია. |
|
|
01.11.2023 ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრას ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 1ნოემბერს უნივერსიტეტს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა სტუმრობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. |
|
|
30.10.2023 „რეგიონული ტურის მეგზურის“ პირველი გასვლითი აქტივობა პროფესიული მომზადების პროგრამის, (ქართულენოვანი) „რეგიონული ტურის მეგზურის“ პირველი გასვლითი აქტივობის ფარგლებში, პროგრამის მსმენელებმა გაიარეს ცაიში - ურთის სალაშქრო ბილიკი და ეწვივნენ იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმს.
|
|
|
29.10.2023 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვარშავის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კრაკოვის ზამთრის სკოლაში. 2023 წლის 24-29 ოქტომბერს, ახალგაზრდული კლუბის ,,ოქროს საწმისის“ 4 -მა წევრმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კრაკოვის ზამთრის სკოლაში. დისკუსიის თემა იყო ,,საზოგადოება, პოლიტიკა და ადამიანის უფლებები”. მონაწილეობას იღებდნენ ევროპარლამენტარი ზდისლავ კრანსნოდებსკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები აგნიეშკა ნოგალი და მაგდალენა გავინი. |
|
|
28.10.2023 შეხვედრა CISI („ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion). შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა CISI („ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion). |
