ჩვენ შესახებ

მიმდინარეობს საიტის განახლება

უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების საპასუხოდ და მათი კმაყოფილების მისაღწევად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის მუდმივ შეფასებასა და განვითარებას ხარისხის უზრუნველყოფის მექნიზმების საშუალებით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ფუნქციონირებს „დაგეგმე, განახორციელე, შეამოწმე, იმოქმედე“ ციკლის ( PDCA ) პრინციპით:
 

  • PDCA ციკლის მიდგომის გამოყენებით პროცესების დაგეგმვისას ხდება საჭირო რესურსების გათვალისწინება, დგინდება პროცესის ადმინისტრირების პროცედურა, ასევე ხდება განსაზღვრა იმ შესაძლებლობების, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების გაუმჯობესებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
  • PDCA ციკლი გამოიყენება როგორც ინსტიტუციის მართვის სისტემურ დონეზე, ასევე უნივერსიტეტში განსახორციელებელი ნებისმიერი პროცესისა და ქმედებების სამართავად. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ორიენტირებულია მუდმივ გაუმჯობესებაზე, რომელიც მიიღწევა უნივერისტეტში დადგენილი სტანდარტების თანმიმდევრული რეალიზებით, ინსტიტუციაში მიმდინარე ყველა პროცესის სტანდარტებთან თავსებადობის შეფასებითა და შეფასების შედეგებზე დაფუძნებით ყოველგვარი შეუსაბამობების აღმოფხვრითა და შედეგების მუდმივად გაუმჯობესებით.

ქეთევან ლატარია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

ქეთევან ლომაია - პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი

ნათია წიფურია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსი
 
ანა გაბელია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი