საფინანსო სერვისები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციური საფინანსო სერვისების პერსონალს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის საფინანსო მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის საფინანსო სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმირებას. ასევე, საფინანსო სერვისების პროგრამის დანერგვა-განხორციელების ხელშეწყობა.
საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის - ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.