მებოსტნეობა
მიმდინარეობს საიტის განახლება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულის დასაქმების პოზიციაა: მებოსტნე.
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორში (ISCO) იდენტიფიცირებული დასაქმების პოზიციები:
- ბაზარზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მწარმოებლები;
- მემინდვრეები და მებოსტნეები;
- შერეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები;
- თვითმოხმარებაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები.