დეკორატიული მებაღეობა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მებაღეობის სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრები. საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროები: ბოტანიკური ბაღი, ქალაქის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახური, პარკები, სკვერები, დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობები, დახურული გრუნტისა და სასათბურე მეურნეობა, სამშენებლო კომპანია, დიზაინერული პროფილის ოფისები.
დასაქმების პოზიციები:
- მებაღე;
- ლანდშაფტის მებაღე;
- ბაღის მომვლელი;
- გაზონის მთიბავი;
- სანერგეს მეურნეობის დამხმარე;
- ბაღის მოწყობის სპეციალისტი.


