ბიბლიოთეკარი
მიმდინარეობს საიტის განახლება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს კურსდამთავრებულს მიიღოს ფართო განათლება და ძირითადი ცოდნა საბიბლიოთეკო სფეროში; აგრეთვე, განუვითაროს ის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა როგორც შრომის ბაზარზე გასასვლელად, ასევე სწავლის გასაგრძელებლად, როგორც ფორმალურ, ისე, არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემებში.
ბიბლიოთეკარის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის ბიბლიოთეკებში, ქალაქის, სოფლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების ბიბლიოთეკაში.