ინფორმაციის ტექნოლოგია
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული პროგრამის მიზანია - პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
ინფორმაციის ტექნოლოგიის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.