პრაქტიკული ბუღალტერია (რბილი უნარები-შათლი)

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროგრამის მიზნები.png

პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს პრაქტიკოსი ბუღალტერი, რომელიც შეძლებს: განახორციელოს ბუღალტრული გატარებები, შეადგინოს პირველადი სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია გარე და შიდა მომხმარებლებისათვის, ბუღალტერია აწარმოოს ელექტრონულად, წინასწარი მონაცემების საფუძველზე შეავსოს საგადასახადო დეკლარაციები. ამასთან მსმენელს დაეხმაროს დასაქმებისთვის საჭირო ისეთი რბილი უნარების შეძენა/განვითარებაში, როგორიცაა პიროვნული უნარები (მიზანდასახულობა, თვითმოტივაცია, თავდაჯერებულობა და სხვა), სიტუაციური უნარები (სტრესთან გამკლავება, დროის მენეჯმენტი, მოქნილობა/ადაპტაცია და ა.შ.) და ინტერპერსონალური უნარები (მოლაპარაკების უნარი, გუნდურობა, კომუნიკაცია და ა.შ.), რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს მისი კონკურენტუნარიანობა თანამედროვე შრომით ბაზარზე.