შინმოვლის სპეციალისტი

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მოამზადოს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი ზრუნვის სისტემისთვის საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარის მქონე სპეციალისტი მომვლელი, რომელიც როგორც ბინაზე ასევე, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში (ხანდაზმულთა მოვლის სახლი, დღის ცენტრი, სათემო მომსახურება და საოჯახო ტიპის საცხოვრისი და სხვა) შეძლებს სწორი და ადექვატური საბაზისო მოვლის მომსახურების მიწოდებას ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების და პირადი უსაფრთხოების წესების დაცვის გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია შინმოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოუმუშაოს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სამედიცინო განათლება და მისცეს მათ დასაქმების საშუალება.

გადაამზადოს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზრუნვის სისტემისთვის საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარის მქონე შინმოვლაზე პასუხისმგებელი ექთნები, რომლებიც შეძლებენ ბინაზე და სხვადასხვა ინსტიტუციებში (ხანდაზმულთა მოვლის სახლი, სხვადასხვა ტიპის თავშესაფარი, სათემო ორგანიზაციები, საცხოვრისები) ადექვატური სამედიცინო და ფსიქო-სოციალური მომსახურების მიწოდებას. ამ გზით გააუმჯობესებენ ბენეფიციართა ჯანმრთელობის და ყოფით პირობებს და უზრუნველყოფენ დამკვეთის მხრიდან სერტიფიცირებული სპეციალისტის მიმართ ნდობის ამაღლებას.


