ფერმერობა
მიმდინარეობს საიტის განახლება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულის დასაქმების პოზიციაა: ფერმერი.
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორში (ISCO) იდენტიფიცირებული დასაქმების პოზიციები:
- მეცხოველეები;
- შერეული კულტურებისა და ცხოველური პროდუქტების მწარმოებლები;
- რძისა და მეცხოველეობის პროდუქტების მწარმოებლები;
- თვითმოხმარებაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები, მესაქონლეები.