ფარმაცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოფს  კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა. კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს,  მცირე შეფუთვებად  მზა წამლის  ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას.

ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.