კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი თეორიული ცოდნა; შეეძლება ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მოსალოდნელი რისკების და პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და მათი თავიდან აცილება, პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში სწრაფი ანალიზის გაკეთება და ოპერატიული რეაგირება.
კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო ან კერძო სტრუქტურაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების განხრით. აგრეთვე შეუძლია იმუშაოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ან იყოს პროფესიული მასწავლებელი.