შიდა აუდიტის სამსახური

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობისა და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
  • სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის გაუმჯობესების, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა, რომელიც აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;
  • სასწავლო უნივერსიტეტში სამსახურებრივი გადაცდომის პრევენცია;
  • სასწავლო უნივერსიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი);
  • ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი);
  • სასწავლო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);
  • სასწავლო უნივერსიტეტში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა,ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის (აკადემიური, ადმინისტრაციული და სხვა) მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
  • სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის (აკადემიური,ადმინისტრაციული) ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • სასწავლო უნივერსიტეტში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებებისა და სხვა საკითხების შესრულების კონტროლი.