იურიდიული საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების სამსახური

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • სამსახურის ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესისთვის, ასევე სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ისეთი აქტივობების ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზება, იმ ზოგადი წესებისა და პრინციპების განსაზღვრა, რაც დაკავშირებულია სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის მართვასთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული აქტების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კანონით დადგენილი წესით მათი წარდგენის პროცედურათა ხელშეწყობა;
  • დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • კონტროლი და კოორდინაცია  უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე;
  •  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  •  უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა.