ახალგაზრდულ საქმეთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მიმდინარეობს საიტის განახლება
- საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის სრულფასოვანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტსა და დაინტერესებულ პირებს/პარტნიორებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებაში ცნობადობის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება;
- უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა;
- სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, თანამშრომლობა, სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისათვის ობიექტურად წარმოჩენა;
- სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო–სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების საჯაროობის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამეცნიერო და სხვა დაწესებულებების დელეგაციების მიღების ორგანიზება;
- საზოგადოებაში სასწავლო უნივერსიტეტის პოპულარობის ხარისხის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სხვადასხვა სახის ღონისძიებების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება;
- სასწავლო უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება;
- პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;
- სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განსათავსებლად, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ვებგვერდის ადმინისტრატორისთვის;
- სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ფაკულტეტის, ახალგაზრდულ კლუბებთან, სასკოლო საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის პროექტების შემუშავება;
- სამსახურის საქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვა.