შესყიდვების სამსახური
მიმდინარეობს საიტის განახლება
- სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ, დადგენილი ფორმით, წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა;
- სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
- სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
- სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
- სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაში, საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა;
- მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება;
- შერჩეული საშუალების კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა;
- სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
- სამსახურის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზება და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიღება ან/და პროექტების მომზადება, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება სასწავლო უნივერსიტეტის ინტერესების დასაცავად;
- კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.