ბიბლიოთეკა
მიმდინარეობს საიტის განახლება
- სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, პერიოდული გამოცემები და სხვა მასალა, რომლებიც მოიპოვება ბიბლიოთეკაში);
- საბიბლიოთეკო ფონდების მუდმივი განახლება და სრულყოფა;
- საბიბლიოთეკო რესურსების მართვა და ეფექტური გამოყენება;
- ფიზიკური და იურიდიული პირების საბიბლიოთეკო მომსახურება;
- ელექტრონული კატალოგების შექმნა და მისი განახლება პერიოდულად;
- წიგნადი ფონდის და რესურსების დაცვა დაზიანებისა და განადგურებისაგან;
- გაწევრიანების მსურველ მკითხველთა ბიბლიოთეკაში გაწევრიანება;
- დახმარების გაწევა პირებისათვის ლიტერატურის შერჩევასა და გამოყენებაში;
- მკითხველისათვის თავისი უფლებებისა და მოვალეობების, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებისა და კატალოგების გამოყენების წესების გაცნობა;
- ბიბლიოთეკის სტატისტიკის წარმოება;
- ქსეროქსით მომსახურება (საავტორო და მომიჯნავე უფლებების გათვალისწინებით);
- გეგმიური ინვენტარიზაციისა და რეინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
- სასწავლო უნივერსიტეტის წიგნადი ფონდის გაციფრულება.