სტრატეგიული დაგეგმარებისა და კვლევების ცენტრი

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • სასწავლო უნივერსიტეტის მისიითა და სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა;
  • სტრატეგიული დაგეგმარების მიზნებისთვის კვლევების ჩატარება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ორგანიზება, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, მათი ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა, გეგმების საბოლოო პროექტების მომზადება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრისთვის წინადადებების მომზადება
  • სტრატეგიული გეგმის შემუშავების და შეფასების მეთოდოლოგიის დადგენა და შეფასებისათვის სათანადო ინდიკატორების განსაზღვრა;
  • სტრატეგიული გეგმების შემუშავების კოორდინაცია და გეგმების საბოლოო პროექტებად წარდგენა სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მიზნითა და სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სტრატეგიულ /სამოქმედო გეგმაში გაწეული სამუშაოების შესაბამისად შესატანი ცვლილებების გასახორციელებლად შექმნილ მუდმივმოქმედ საკოორდინაციო ჯგუფებისთვის;
  • სწავლების, საუნივერსიტეტო რესურსებითა და სერვისებით კმაყოფილების კვლევის ჩატარება;
  • ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
  • უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმების შესრულებისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • მართვის ორგანოებთან უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა.