კანცელარიის ფუნქციაა:
ა) სასწავლო უნივერსიტეტში შემოსული და სასწავლო უნივერსიტეტიდან გასული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, საექსპედიციო დამუშავება, სააღრიცხვო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა;
ბ) კორესპონდენციის დადგენილ ვადაში გაფორმების და დოკუმენტების კონტროლზე აყვანის ორგანიზაცია, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ანალიზი, შედეგების შესახებ ცნობების განზოგადება და ხელმძღვანელობის სისტემატიური ინფორმირება;
გ) სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმღვანელის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შენახვა, შემსრულებლებისათვისა და დაინტერესებული პირებისათვის ასლების გაცემა/დაგზავნა;
დ) კანცელარიაში არსებული დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა - დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და გამრავლების ორგანიზება, დოკუმენტების ბლანკების შემუშავება;
ე) სასწავლო უნივერსიტეტის საქმეთა ნომენკლატური შემუშავება, რეგისტრირებული დოკუმენტების შენახვა, არქივში გადაცემა და ჩამოწერის ორგანიზაცია;
ვ) კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის კანცელარიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით და სასწავლო უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვნული სხვა ფუნქციები.